26 დეკემბერი 2024,   14:03
ვრცლად
"სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან" - სალომე ზურაბიშვილი მათთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში წერს

სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ x-ში დაწერა. საქართველოს პრეზიდენტი ფოტო და ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს.

"სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები." - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები