26 დეკემბერი 2024,   14:33
ვრცლად
სირიელი აჯანყებულები აცხადებენ, რომ დამასკოში შევიდნენ - მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა დედაქალაქი დატოვა

სოციალურ ქსელებში დამასკოში გადაღებული კადრები ვრცელდება - სირიელი აჯანყებულები ზეიმობენ. მათი თქმით, ბაშარ ასადმა დამასკო დატოვა.

ინფორმაციას ადასტურებს სააგენტო Reuters-ის ორი წყაროც. მაღალჩინოსნების თქმით, ასადის თვითმფრინავი უცნობი მიმართულებით გაემგზავრა.

"ეს ბნელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისია", – ამბობს ერთ-ერთი აჯანყებული.

ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტის თანამდებობას 2000 წლიდან იკავებს. 1971 წლიდან ქვეყნის სათავეში მამამისი იყო.

ქვეყანაში სამოქალაქო ომი 13 წლის წინ დაიწყო.

დღის ამბები