"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს მმართველი გუნდი - "ქართულ ოცნება" პროვოკაციას უწოდებს მედიაზე თავდასხმას და გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს.
"მინდა დავგმო გუშინდელი ფაქტი. თქვენ იცით, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც ჩვენ მივიღეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია, გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს ეს არის ხოლმე მერე ბევრისთვის წამახალისებელი. ჩვენ ყველანაირი ძალადობა დავგმეთ, ჩვენთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა ის, რაც გუშინ ვნახეთ თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის მტრებს, ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტად პოლარიზაციის გაღრმავება და ეს არის სამწუხაროდ მხოლოდ მაიდანის სცენარი და სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ სცენარს მიჰყვება. თუმცა, იცით თქვენ, რომ მაიდანი საქართველოში არ შედგა და არც შედგება, იმიტომ, რომ არეულობას, დესტაბილიზაციას და ქაოსს, ვერც ქართული სახელმწიფო და ვერც ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს", - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ" წევრი ლადო ბოჟაძე.