მეორე ვადით არჩეულმა აშშ-ის პრეზიდეტმა დონალდ ტრამპმა, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატების მოკავშირეები ნატოში საწევრო შენატანს ამერიკასთან მიმართებით სამართლიანი პირობებით არ გადაიხდიან, ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს.
ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
არჩეული პრეზიდენტის განცხადებით: "თუ ჩავთვლი, რომ ჩვენთან მიმართებით სამართლიანად იქცევიან, რა თქმა უნდა, ნატოში დავრჩებოდი. ასევე, არსებობს ამერიკის ალიანსიდან გასვლის აბსოლუტური შესაძლებლობაც", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი.