26 დეკემბერი 2024,   14:20
ვრცლად
თბილისის მერია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ნაძვის ხის კონსტრუქციაზე არ ავიდნენ - მონტაჟი არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მერიის ცნობით, ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

"გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები