26 დეკემბერი 2024,   13:58
ვრცლად
პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციის ძირითადმა ნაწილმა დატოვა - ისინი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, ოპერის თეატრის მიმართულებით გადაადგილდებიან

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დემონსტრანტების ნაწილმა უკვე დატოვა. ადგილზე კიდევ რჩებიან აქციის მონაწილეები, მათ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ცეცხლი აქვთ დანთებული.

აქციის მე-11 დღე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა იყო პიროტექნიკის გამოყენების ერთი ფაქტი. აქციის მონაწილეებმა "ფოიერვერკი" პარლამენტის შენობას დამიზნებით ესროლეს.

რუსთველის გამზირზე დღეს სპეცრაზმის წარმომადგენლები არ გამოჩენილან. თავისუფლების მოედანზე მხოლოდ წყლის ჭავლის მანქანები იყო მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტის მთავარი მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი - სასწრაფოდ დაისაჯონ მოძალადეები და გათავისუფლდნენ დაკავებული აქციის მონაწილეები.

დღის ამბები