26 დეკემბერი 2024,   14:13
ვრცლად
"კონკრეტული ადამიანების მხრიდან ხდება ამ პროტესტის გამოყენება...ცდილობენ რაც შეიძლება ვითარება გაამწვავონ და ამ ფონზე ხელი შეეწყოთ, რომ როგორმე ქვეყანა გადაატრიალონ" - არჩილ გორდულაძე

მმართველი გუნდის მოსაზრებით, საპროტესტო მუხტმა ქვეყანაში უკვე იკლო, რადგან საზოგადოების ნაწილმა გაიგო, რომ ქუჩაში გამოსვლის რეალური მიზეზი არ არსებობს.

"ქართულ ოცნებაში" ასევე აცხადებენ, რომ პროტესტის მონაწილე გარკვეული ჯგუფები შეცდომაში არიან შეყვანილები და კონკრეტული ადამიანების მხრიდან ხდება ამ პროტესტის გამოყენება:

"გარკვეული ადამიანების პროტესტი, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები და არ უნდათ რომ რეალურად გაიგონ თუ რაშია საქმე, კონკრეტული ადამიანების მხრიდან ხდება ამ პროტესტის გამოყენება. რატომ არის, რომ მათი რაოდენობა როდესაც ბევრია, განსაკუთრებით აგრესიულად გამოირჩევიან ხოლმე კონკრეტული ორგანიზებული ჯგუფები. ამ ადამიანებს რეალურად არავითარი კეთილი ზრახვები არ აქვთ და პირიქით, ცდილობენ რაც შეიძლება ვითარება გაამწვავონ და ამ ფონზე ხელი შეეწყოთ, რომ როგორმე ქვეყანა გადაატრიალონ,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები