26 დეკემბერი 2024,   14:04
ვრცლად
"ვგმობთ ყველანაირი ძალადობის ფაქტს და ყველამ კარგად იცოდეს, ადრე თუ გვიან სამართალი ყველას კარებამდე მივა" - ლევან სანიკიძე

საპროტესტო აქციებზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს, პოლიტიკოსები აფასებენ. "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის შეფასებით, ყველანაირი ძალადობის ფაქტს ემიჯნებიან. ამასთან, მისივე თქმით, სამართალი ადრე თუ გვიან იზეიმებს.

"ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ძალადობს თავის ხალხზე, ცივილიზებულ სამყაროში ყოველთვის ამთავრებს ცუდად. ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერანაირ ზღვარს კრიმინალებსა და ე.წ. სამართალდამცველებს შორის. ყველა ნიშნული არის წაშლილი. ვგმობთ ყველანაირი ძალადობის ფაქტს და ყველამ კარგად იცოდეს, ადრე თუ გვიან სამართალი ყველას კარებამდე მივა," - აღნიშნა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები