26 დეკემბერი 2024,   13:58
ვრცლად
"ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ ქუჩებში მშვიდობიანი ადამიანებსა და ჟურნალისტებზე მოხდეს თავდასხმა და ეს ყველაფერი დარჩეს დაუსჯელი" - გიორგი ჩაკვეტაძე

ხელისუფლების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს აფასებენ. მმართველ გუნდში მსგავს შემთხვევებს, როგორც საპოლიციო ძალების, ასევე, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან გმობენ და იმედოვნებენ, რომ ყველა მოძალადეს სათანადო პასუხი გაეცემა.

"ის, რომ ეს აქციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, განსაკუთრებით მშვიდობიანობის ნაწილში, აქედან გამომდინარე არის კონკრეტული რეაგირებები, რომელიც ხორციელდება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. ის, რომ შეიძლება არსებობდეს გარკვეული გადაცდომები გარკვეული პირების მხრიდან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ მოუწოდა შსს წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება თავშეკავებით და ფრთხილად განხორციელდეს მოქმედებები.

ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ ქუჩებში მშვიდობიანი ადამიანებზე, ჟურნალისტებსა და იმ ადამიანებზე, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ, მოხდეს მათზე თავდასხმა და ეს ყველაფერი დარჩეს დაუსჯელი," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

დღის ამბები