ისრაელის არმიამ ჰერმონის მთის სირიის მხარე დაიკავა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ტერიტორიის დაკავების ოპერაციაში ისრაელის საჰაერო ძალების ელიტური „შალდაგის“ ქვედანაყოფი მონაწილეობდა. ოპერაციის დროს ისრაელის ჯარებს წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. "ცახალის" განცხადებით, ისრაელმა ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა განალაგა.