26 დეკემბერი 2024,   14:31
ვრცლად
"როგორც წარუმატებლები იყვნენ ისინი 2020 წელს ხალხისთვის არჩევანის წართმევაში, ასევე წარუმატებლები იქნებიან 2024-ში ხალხისთვის არჩევანის წართმევაში" - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

"როგორც წარუმატებლები იყვნენ ისინი 2020 წელს ხალხისთვის არჩევანის წართმევაში, ასევე წარუმატებლები იქნებიან 2024-შიც ხალხისთვის არჩევანის წართმევაში" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყველაფერი მიდის იმ სცენარით, რომელიც დიდი ხანია უკვე მათთვის ცნობილია, მისივე თქმით, პროცესის შედეგებიც მათთვის წინასწარ არის ცნობილი.

"ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მათი მზერა მიმართული არის გარეთ და არა საკუთარი ხალხისადმი. 26 ოქტომბერი იყო ის დღე, რომლისთვისაც უნდა ეზრუნათ, რათა მიეღოთ ხალხის მხარდაჭერა და მიიღეს ის მხარდაჭერა, რაც მიიღეს. ამას თავადაც აღიარებენ, ყველა ამ პარტიას თავად აქვს დასახელებული ამომრჩევლის ის რიცხვი, რაც მათ მიიღეს.

ყველაფერი მიდის იმ სცენარით, რომელიც დიდი ხანია უკვე ცნობილი იყო ჩვენთვის და ამის შედეგიც ჩვენთვის წინასწარ არის ცნობილი. როგორც წარუმატებლები იყვნენ ისინი [ოპოზიცია] 2020 წელს ხალხისთვის არჩევანის წართმევაში, ასევე წარუმატებლები იქნებიან 2024-შიც ხალხისთვის არჩევანის წართმევაში", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები