26 დეკემბერი 2024,   14:08
ვრცლად
"როდესაც საუბარია ღია პროტესტზე და პოზიციის დაფიქსირებაზე, იქ ნიღაბი არაფერ შუაშია... ასეთი პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპის არაერთ ქვეყანაშია პრაქტიკა, რომელიც დემონსტრაციებზე ნიღბების გამოყენებას კრძალავს.

მისივე თქმით, ნიღბის გამოყენების მიზანი შეიძლება ისეთი რამეს ჩადენა იყოს, რომლის ჩადენის იდენტიფიცირებაც რთულად იყოს შესაძლებელი.

"ნიღაბი - ეს არის შენიღბვის საშუალება. შენიღბვა ემსახურება იმ მიზანს, რომ რაღაც ისეთი ქმედება გინდა ჩაიდინო, რომლის ჩამდენის იდენტიფიცირებაც რთულად იყოს შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია ღია პროტესტზე და პოზიციის დაფიქსირებაზე, იქ ნიღაბი არაფერ შუაშია.

აქედან გამომდინარე, როგორც აღინიშნა, როგორც არის დემონსტრაციების, შეკრებების დროს სხვადასხვა ტიპის რეგულაცია, ამავდროულად, შემოღებული იქნება ასეთი ტიპის რეგულაციაც. როგორც აღნიშნული იქნა, ასეთი პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს, მუშაობს და ჩვენც ამით ვიხელმძღვანელებთ," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალადობის პრევენციის მიზნით, აქციის მონაწილეებს სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აეკრძალებათ.

დღის ამბები