პროტესტის მე-14 დღეს, პარლამენტის წინ ცეცხლწაკიდებული კუბო და აქციის მონაწილეთა ასეთი ფორმის პროტესტი, მიუღებელი აღმოჩნდა სასულიერო პირებისთვის.
რუსთაველის გამზირზე კუბოს დაწვის ფაქტს, განცხადებით გამოეხმაურა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი, რომელშიც წერია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესშობის დღესასწაულისთვის ემზადება, მომხდარი კი ღვთის გმობა და ნებსით თუ უნებლიეთ ეშმაკის მსახურებაა. სასულიერო პირები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, მაცხოვარს მსგავსი მიუღებელი ქმედებებით არ ჩამოშორდნენ.
რატომ მოჰყვა მსგავსი შეფასებები საპროტესტო პერფორმანს გაუგებარია ოპოზიციისთვის და ფაქტში ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს.
მმართველმა გუნდმა, პარალელი უკრაინის მაიდანთან გაავლო და თქვა, რომ პროტესტის ვერანაირი ფორმა ოპოზიციურ ძალებს საკუთარი რევოლუციურ მიზნების მიღწევაში ვერ დაეხმარება.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გუშინ 7 საათზე დაიწყო და ღამის პირველი საათისთვის, სწორედ ამ პერფორმანსის შემდეგ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ ბიძინა ივანიშვილის ფიტული დაწვეს.