11 დეკემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც აქციების დროს სახის დაფარვის აკრძალვას და პიროტექნიკის იმპორტისა და გაყიდვის რეგულაციებს ეხება, იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც აქციების დროს სახის დაფარვის აკრძალვას და პიროტექნიკის იმპორტისა და გაყიდვის რეგულაციებს ეხება.

მოსმენა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომ ცვლილებების მიზანი ძალადობის პრევენციაა.

"ამ პროექტის შემუშავება განპირობებულია პრაქტიკაში წარმოშობილი საჭიროებით მოხდეს მომეტებული საფრთხის მქონე პროდუქტის ბაზარზე განთავსების რეგულირება. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ საფრთხის შემცველ პროდუქტს წარმოადგენს პიროტექნიკური ნაწარმი, რომლის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მათ შორის, ადამიანის მძიმე დაზიანებები - ხელების, სახის, თვალების და კიდურების დამწვრობა, კიდურის დაკარგვა ან ადამიანის გარდაცვალება. გარდა ადამიანისთვის მიყენებული საფრთხეებისა, პიროტექნიკა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. განსაკუთრებით საზიანოა, როდესაც პიროტექნიკა შენობებსა და ნარგავებთან გამოიყენება", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

 

დღის ამბები