უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში სააკაშვილი და მისი "ბელადომანია" დასრულებულია და მის განცხადებებზე დროის დაკარგვა არ ღირს.
მისი თქმით, სააკაშვილი თავის პარტიაში არ ახსოვთ და აქციის მონაწილეებიც კი ნეგატიურად არიან მისი პერსონის მიმართ განწყობილები:
"სააკაშვილზე რა უნდა გითხრათ, ვერ არის კარგად. ახლა სააკაშვილი რატომ უნდა გახსოვდეს ან რატომ უნდა ვახსენოთ, მიტინგზეც კი ვინმემ რომ ახსენოს, შეიძლება პიროტექნიკა მიუშვირონ. იყოს და ილაპარაკოს რაც უნდა, გიჟია. სააკაშვილი და მისი ბელადომანია დამთავრდა საქართველოში. თავის პარტიას არ ახსოვს და მე რატომ მახსოვდეს, დრო არ დავკარგოთ, სააკაშვილი წარსულია", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა დღეს განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდეს რომ პარტიები მუშაობენ".