ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ მედიასთან განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების დელეგაცია არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს, როგორც ქვეყნის მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
მისი თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებს სურთ, ევროკავშირმა კიდევ უფრო მკაფიოდ იმოქმედოს.
"ფაქტი, რომ ჩვენ, ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის 7 წევრი აქ ვართ, მათ შორის ისინიც, ვინც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე არიან პასუხისმგებელნი, მეტყველებს იმაზე, რომ გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დროშებით დგანან ქუჩაში და იბრძვიან იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, სტანდარტები ძალიან მაღალია. ჩვენ აქ ვართ, როგორც მოვლენებზე დამკვირვებლები, რომ ვნახოთ, რა ხდება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, მას შემდეგ, რაც ჩვენი ვიზიტი დასრულდება. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო მკაფიოდ იმოქმედოს. ჩვენ აქ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად არ ჩამოვსულვართ, აქ ჩამოვედით რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა," - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
ეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა.