აშშ-ში, სამხრეთ ტეხასში, მცირე ცომის თვითმფრინავი საავტომობილო გზაზე ავარიულად დაეშვა და მანქანებს შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაშავებული პირებიდან, სამს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა, ხოლო ერთი მძიმედ იყო დაშავებული. მათივე ცნობით, თვითმფრინავის პილოტს შესაბამის კვლევები უტარდება.
"მოხარულები ვართ, რომ ავიაკატასტროფას უფრო მძიმე შედეგები არ მოჰყვა. ასეთს ყოველ დღე ვერ ნახავთ" - განაცხადა პოლიციის უფროსის მოადგილემ ელინ მოიამ.
სამოქალაქო ავიაციის ფედერალური განყოფილების საფრენი აპარატი, მცირე ზომის, ორ ძრავიანი თვითმფრინავი იყო და მასში მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.