12 დეკემბერი 2024,   17:48
ვრცლად
"საზოგადოებამ იხილა ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას - სატანისტური რიტუალები, კუბოს დაწვა და ა.შ." - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "კურიერთან" ისაუბრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთ პერფორმანსზე - კუბოს დაწვაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო "ძალიან მკრეხელური, სატანისტური რიტუალი."

მისივე თქმით, ამ პროტესტის მიზანი მოძალადე და ფაშისტური რეჟიმის გადატრიალების გზით დაბრუნებაა.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მიზანი ის კი არ იყო, რომ ვიღაცას რაღაც განცხადება არ მოეწონა - რაზეც შემდეგ არაერთი განმარტება გაკეთდა მთავრობის მხრიდან - მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ - ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, ამ მოძალადე, ფაშისტური ძალების.

ასევე, საზოგადოებამ იხილა ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას - სატანისტური რიტუალები, ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები - კუბოს დაწვა და ა.შ. მე მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანების, რომლებიც, შესაძლოა, გულწრფელად აპროტესტებენ, იქ დგომა და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები