13 დეკემბერი 2024,   14:46
ვრცლად
"არის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებას" - ნოდარ ხარშილაძე

არის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებას, - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე. "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, სამოქალაქო ომის შესაძლებლობაც არსებობს.

"ამაზე ღრმა ფაზა არის და, სამწუხაროდ, მისვლადია – ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ – იმისი ზრდადი ალბათობა არის, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ამ ყველაფერს, ხელისუფლების უგუნურ და აბსოლუტურად ძალადობრივ ქმედებას და ჩვენ, შესაძლოა, მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. პირდაპირი სახელი დავარქვათ, სამოქალაქო ომის შესაძლებლობაც განხილვადია, ეს თუ ასე გაგრძელდა," - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში.

დღის ამბები