09 იანვარი 2025,   16:09
ვრცლად
"მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს კონსტრუქციულად იმოქმედოს" - ავთანდილ კუნჭულია

ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის უფროსი, ავთანდილ კუნჭულია სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს იმოქმედოს კონსტრუქციულად და დატოვოს თანამდებობა მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება.

"გვინდა სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ, რომ მას ორი პარასკევი დარჩა. საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება და ლეგიტიმაცია მიანიჭა საქართველოს პარლამენტს, რომელმაც თავის მხრივ, აირჩია პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი, შესაბამისად, მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს კონსტრუქციულად იმოქმედოს. ნაკლებად მაქვს ამის იმედი, თუმცა მცირეოდენ იმედს ვიტოვებ, რომ იმოქმედებს კონსტრუქციულად და დატოვებს თანამდებობას, მას შემდეგ, რაც მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია", - განაცხადა ავთანდილ კუნჭულიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი, აცხადებს, რომ ის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია და ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს. პარალელურად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი შაბათს აირჩია. კენჭისყრამ ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება.

დღის ამბები