19 დეკემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ლენტეხში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

ლენტეხში, დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ნაწილი ჩაიკეტა. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

სტიქიის გამო, 6 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

დილიდან მძიმე ტექნიკაა შესული იმ სოფლებშიც, სადაც შიდა გზების გახსნა აქამდე ვერ მოხერხდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის განცხადებით, გზის გაწმენდით სამუშაოებში 8 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

"ლენტეხის მუნიციპალიტეტი დახვდა მომზადებული. დღესდღეობით მუშაობს 8 ერთეული ტექნიკა. ყველა თემში გასულია მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს თოვლწმენდითი სამუშაოები. გზა ყველა სოფელში გამავალია, ცენტრალური გზებიც გაწმენდილია", - განაცხადა გია ონიანმა.

დღის ამბები