კვლევითი კომპანია Chainalysis-ის ინფორმაციით, 2024 წელს კრიპტოვალუტის მოპარვის შემთხვევები გასულ წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა და, საერთო ჯამში, 2.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ თანხის 60%-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებზე მოდის, რომლებმაც 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერები ხშირად თავს დისტანციურად მომუშავე IT სპეციალისტებად ასაღებენ და ტექნოლოგიურ კომპანიებში ამ გზით აღწევენ.
აშშ-ის მთავრობა ჩრდილოეთ კორეას კრიპტოვალუტის ქურდობასა და კიბერდანაშაულში დებს ბრალს. მათი შეფასებით, ეს ქმედებები მიზნად ისახავს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებას და ქვეყნისთვის ფინანსური რესურსების მოპოვებას, რომელიც შემდგომში იარაღის პროგრამების დასაფინანსებლად იქნება მიმართული.
წყარო: BBC