20 დეკემბერი 2024,   22:00
ვრცლად
ინდოეთში, ბავშვის სახელზე დაწყებული 3-წლიანი დავა მოსამართლემ გადაწყვიტა - წყვილი სახელ "არიავარდჰანაზე" შეჯერდა

ინდოეთის შტატ კარნატაკაში სასამართლოს ჩარევა გახდა საჭირო, რათა მშობლებს შორის ბავშვის სახელზე დაწყებული 3-წლიანი დავა გადაწყვეტილიყო.

დავა 2021 წელს დაიწყო, როდესაც ქალმა ვაჟი გააჩინა და, ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, ცოტა ხნით მშობლების სახლში გადავიდა. ქალს ქმრის მიერ შერჩეული სახელი არ მოეწონა და ბავშვს "ადი" დაარქვა, რომელიც თავისი და მეუღლის სახელის პირველი ასოებისგან შედგებოდა.

ამან ქმარი გააბრაზა და ის ცოლ-შვილის წამოსაყვანად აღარ წავიდა. წლები გავიდა, ხოლო ქალი მეუღლისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვდა და საბოლოოდ, განქორწინების გადაწყვეტილებამდე მივიდა.

საქმე "ლოკ ადალატში" (ხალხის სასამართლო) გადაიტანეს. საბოლოოდ, სასამართლომ თავად შეარჩია სახელი "არიავარდჰანა", რაც "კეთილშობილურს" ნიშნავს. წყვილი ამ სახელზე შეჯერდა და, საბოლოოდ, შერიგდა კიდეც.

ინდური ტრადიციის მიხედვით, მათ გვირგვინები გაცვალეს და ერთობლივი ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტეს.

წყარო: BBC

დღის ამბები