ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, პრესკონფერენციაზე, აღნიშნა, რომ ძალადობა, რომელი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, უნდა დაიგმოს. მან პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
"ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას, რათა ძალადობა იქნეს დაგმობილი ყველა მიმართულებით, დანარჩენი საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ ის, რომ ძალადობა გადაიქცეს დაუსჯელობად", - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.