პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გიორგი გახარია წერს: "მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი".
ცნობისთვის, ალან ბერსემ ცოტხა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა ორი დღის განმავლობაში კონსულტაციები გამართა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერთან, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან, სახალხო დამცველთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან.
ის ესაუბრა აქციებზე დაშავებულ პირებს, მათ შორის - ჟურნალისტებს.