სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციის შეხვედრებს და მათ გეგმებს მმართველ პარტიაში.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ შიდა დაპირისპირებების მიუხედავად, მათი ოპონენტები ე.წ. მაკკეინის სცენარის მიყოლას ცდილობენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში ქაოსის მოწყობას და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
"სალომეს წარმოჩენა უნდათ ადამიანად, რომელიც მოლაპარაკებებისთვის არის მზად და მეორეს მხრივ, ეს "კოლექტიური ნაცმოძრაობა" რევოლუციით იმუქრება და "ჩურჩუტობას" ეძახის იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს. ეს ყველაფერი უნისონშია და ეს ყველაფერი მოლაპარაკებული. ეს ადამიანები ვერ იტანენ ერთმანეთს, ვერც ვერასდროს ვერ აიტანენ, მაგრამ არსებობს სცენარი და ამ სცენარს მიჰყვებიან", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.