აქვს თუ არა ოპოზიციას კონკრეტული გეგმა? ორბელიანების სასახლეში გუშინდელი შეხვედრის შედეგებზე საჯარო განცხადების გაკეთებას სალომე ზურაბიშვილი დღეს აპირებს.
ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსულების თქმით, განიხილეს ახალი არჩევნების ჩატარების გზები და სამომავლო სამოქმედო გეგმა.
საუბარი შეეხო იმ საბჭოს შექმნის დეტალებსაც, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება უნდა იყოს.