ბაკურიანი საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება. 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე მონტაჟდება სცენა, ეწყობა დეკორაციები და საშობაო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პატარების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები თოვლის ბაბუასთან ერთად იზრუნებენ, ბავშვებს საჩუქრებსაც დაურიგებენ.
დღის ბოლოს ანსამბლ "ჰერიოსა" და "ღამის შოუს ბენდის" მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება.