02 იანვარი 2025,   17:44
ვრცლად
"ვარჯიშის დროს, ზვიად ხარაზიშვილმა მიიღო დაზიანება, რის გამოც "ავერსის" კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე" - შსს

გავრცელდა სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ასვე, როგორც უწყებაში განმარტავენ, ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმიურ შემოწმებას.

შსს-ს ინფორმაციითვე, ასევე, ვარჯიშის დროს, ზვიად ხარაზიშვილმა მიიღო დაზიანება, რის გამოც "ავერსის" კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე.

დღის ამბები