02 იანვარი 2025,   18:46
ვრცლად
საქართველოს საგარეო პრიორიტეტები და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებული გამოწვევები - პრეზიდენტმა პირველი სამუშაო დღე დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრით დაიწყო

საქართველოს საგარეო პრიორიტეტები და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებული გამოწვევები - პრეზიდენტმა პირველი სამუშაო დღე დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრით და საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან თემებზე საუბრით დაიწყო. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა და დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზეც საუბრობს და ამბობს რომ ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა, ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკით გაერთიანება და ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დაცვა - სწორედ ამ პრიორიტეტულ საკითხებზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ პარტნიორ სახელმწიფოებთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაზეც ისაუბრა.

რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებსა და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში, დიპლომატების როლი მნიშვნელოვანია.

ელჩების ყოველწლიური კონფერენციის დასრულების შემდეგ, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა მედიასთან თქვეს, რომ გართულებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ერთობასა და სიმტკიცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ელჩების ყოველწლიური კონფერენცია კახეთში, 28 დეკემბერს გაიხსნა და დღეს, შემაჯამებელი ღონისძიებით დაიხურა.

დღის ამბები