თბილისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. დედაქალაქში საახალწლო სოფელი სამ ადგილას არის მოწყობილი.
ორბელიანების მოედანსა და დედაენის ბაღში განთავსებულია საშობაო სოფელი, გასტრონომიული კუთხე, საბავშვო სივრცეები. ყინულის მოედანი იუსტიციის სახლთან არის მოწყობილი.
ორბელიანების მოედანზე 7 საათიდან ქართველი შემსრულებლების კონცერტი დაიწყება. დედაენის ბაღში კი 8 საათზე მსმენელის წინაშე ჯგუფი "ურსა" წარდგება.