ამერიკაში, დიდთოვლობისა და ქარიშხლის გამო, ზოგიერთ შტატში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 30 შტატში 60 მილიონი ადამიანი სტიქიის ზონაში იმყოფება.
BBC წერს, რომ ამგვარი კლიმატური პირობები, შესაძლოა, ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო აღმოჩნდეს. საგანგებო მდგომარეობაა, მათ შორის, ვაშინგტონში.
ამასთან, წითელი ნიშნულია ამოქმედებული, კანზასის, ვირჯინიის, კენტუკის, მისურისა და არკანზასის შტატებშიც. განსაკუთრებული რეჟიმი კვირის ბოლომდე იმოქმედებს. ამინდის გამო, შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტიც, უკვე გადაიდო 3 000-ზე მეტი ფრენა, 1 700 რეისი კი გაუქმდა.