09 თებერვალი 2025,   11:34
ვრცლად
"ჰამასმა" 3 მძევალი ქალის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც პირველები გათავისუფლდებიან

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, ზავი ადგილობრივი დროით 11 საათსა და 15 წუთზე ამოქმედდა. პროცესი კი თითქმის სამი საათით გადაიდო, რადგან ბენიამინ ნეთანიაჰუს, ოფისში აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყებდა, ვიდრე ისრაელი "ჰამასის" მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებდა.

"ჰამასმა" კი ტელეგრამზე იმ სამი მძევალი ქალის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში კი სიის მიწოდების დაგვიანება ტექნიკური მიზეზებით ახსნა.

ისრაელის მხარის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, პირველი ფაზის ფარგლებში გათავისუფლდებიან, 7 ოქტომბერს აყვანილი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული მძევლები. 

დღის ამბები