UFC-ის პრეზიდენტი შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს. დანა უაითმა, პრესკონფერენციაზე საუბრისას, ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ იდეას ლოგიკური უწოდა.
"ყველგან გვსურს ჩასვლა. რამდენიმე ადამიანი აქტიურად გვარწმუნებს, რომ UFC-ის ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ. ეს ლოგიკურია, რადგან სად აქვს აზრი ყველაზე მეტად ახლა ჩასვლას? - საქართველოში, რადგან ამ ქვეყნიდან შერეულ ორთაბრძოლებში ნიჭიერი ადამიანები გამოჩნდნენ და ბუნებრივია, ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა“, - განაცხადა დანა უაითმა.
საქართველოს შერეულ ორთაბრძოლებში ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს - მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია.