20 მარტი 2025,   06:42
ვრცლად
არგენტინაში, მდინარე წითლად შეიღება და უჩვეულოდ მძაფრი სუნი აქვს - ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

არგენტინაში, ბუენოს-აირესის გარეუბანში, მჭიდროდ დასახლებულ რაიონში გამავალი მდინარე წითლად შეიღება, რამაც ეჭვები და შეშფოთება გამოიწვია, რომ წყალში სამრეწველო ქიმიკატები მოხვდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

წითლად შეღებილი მდინარე "სარანდის" ფოტოები ადგილობრივებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მდინარე, ვილა Inflamable-ს მახლობლად, აველანედას მუნიციპალიტეტში გაედინება, სადავ ცხოველის ტყავის გადამამუშავებელი ქარხნები მდებარეობს. მედიის ცნობით, ქარხნები ტყავს შესაბამისი ქიმიკატების გამოყენებით ამუშავებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მდინარის უჩვეულოდ წითელ ფერთან ერთად, მას მძაფრი სუნიც აქვს.

დღის ამბები