24 მარტი 2025,   00:50
ვრცლად
მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალურად, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა

მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ოფიციალურად, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. "ბორჯღალოსნები" მეტოქეს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად 40-7 დაამარცხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავით ნინიაშვილი დასახელდა.

საქართველომ აქტიურად დაიწყო. უკვე მე-9 წუთზე თორნიკე კახოიძემ პირველი ლელო დადო. ზუსტად ორ წუთში ნინიაშვილის ბრწყინვალე სოლო რეიდის შემდეგ, კიდევ ერთი ლელო ვასკა ლობჟანიძემ მიითვალა. ჯამში ჩვენმა ნაკრებმა მეტოქის ჩათვლის მოედანი 6-ჯერ აიღო, ნიდერლანდებმა კი – თავის გამოჩენა ერთადერთხელ, მატჩის ბოლო წუთზე შეძლო. საქართველოს მხრიდან ლელოები კახოიძემ, ლობჟანიძემ, ტაბუცაძემ, მამაიაშვილმა, საღინაძემ და ჯავახიამ დადეს.

საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით, ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. "ბორჯღალოსნები" თებერვლის სანაკრებო პაუზაზე კიდევ ერთ მატჩს გამართავენ. რიჩარდ კოკერილის გუნდი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 16-ჯერ აქვს მოგებული. ჩვენი გუნდი ამ ტიტულის მოგებას ზედიზედ მერვედ შეეცდება.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები