ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინაც ჩაერთვება.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მას შემდეგ განაცხადა, რაც კიევმა და ევროპელმა მოკავშირეებმა გამოხატეს შეშფოთება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის "ბინძური შეთანხმების" შესახებ - ტრამპის პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის თქმით, იგი პუტინს კარგად იცნობს და სჯერა, რომ მას მშვიდობა სურს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე დააფიქსირა, რომ მას სურს, რუსეთი კვლავ შეუერთდეს "დიდ შვიდეულს", ჯგუფიდან მოსკოვის გარიცხვა შეცდომად მიაჩნია.
"საქმე არ ეხება რუსეთის მოწონებას ან არმოწონებას. ეს იყო G8. ვფიქრობ, პუტინსაც სურს დაბრუნება", - განაცხადა ტრამპმა.
დღეს მიუნხენში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები შეხვდებიან. კონფერენციაზე მიწვეულია უკრაინაც.