20 აგვისტო 2026,   19:43
ვრცლად
პატივი მქონდა ხელი მომეწერა თურქმენეთის სპორტის მინისტრთან მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას - შალვა გოგოლაძე

სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის თქმით, თურქმენეთის სპორტის მინისტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფრომდა, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. 

"პატივი მქონდა ხელი მომეწერა თურქმენეთის სპორტის მინისტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და თურქმენეთს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივ შეკრებებში მონაწილეობის მიღებას, საქართველოში დაგეგმილ შეჯიბრებებში თურქმენელი სპორტსმენების მონაწილეობას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება," - აღნიშნა შალვა გოგოლაძემ. 

დღის ამბები