28 მარტი 2025,   12:00
ვრცლად
"ფაქტობრივად, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაადასტურა და პირობა დადო, ამიერიდან მხოლოდ დაზარალებულებს დაეხმარებოდა და თანხებს პოლიტიკური მიზნებით არ გადაიხდიდა" - პაატა სალია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე პროკურატურა გამოძიებას განაგრძობს. 5 ფონდის დაყადაღების შემდეგ, საგამოძიებო უწყება მათ საქმიანობას და ტრანზაქციებს სწავლობს. საუბარია ბოლო 4 თვეში დახარჯულ 2 მილიონ ლარზე.

      განცხადება გაავრცელა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ის გენერალურ პროკურორს მიმართავს, ითხოვს მისი ფონდისთვის ყადაღის მოხსნას და დებს პირობას, რომ ფონდი თანხებს პოლიტიკურ კონტექსტში არ გადარიცხავს და თანხა მხოლოდ მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებზე და სოციალურად დაუცველებზე დაიხარჯება.

      შეფასება უკვე გაკეთდა მმართველ გუნდშიც, სადაც ამბობენ, რომ ეს არის აღიარება, რომ ფონდების თანხები ქვეყანაში პოლიტიკური მიზნით იხარჯებოდა.

      "ცხადია, რადგან გამოძიება დაიწყო, არსებობდა საფუძველი. ცხადია, რადგან მოხდა ფონდების ანგარიშებზე ყადაღების გავრცელება, არსებობდა გარკვეული საფუძველი და ისიც, ცხადია, რომ, ფაქტობრივად, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაადასტურა და პირობა დადო, მხოლოდ დაზარალებულებს დაეხმარებოდა ამიერიდან და არ მოახდენდა პოლიტიკური მიზნებით თანხების გადახდას. შესაბამისად, ეგ გარკვეულწილად შეგვიძლია ჩავთვალოთ აღიარებად, დასტურად იმისა, რომ პროკურატურის ქმედებები რეალობას შეესაბამება და ფონდების ხელმძღვანელის მხრიდან ფაქტობრივად მოხდა ამის დადასტურება," - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სალიამ.

      დღის ამბები
      მეტი