
ინტეგრირებულ თეატრ "აზდაკის ბაღს" აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება. გადაწყვეტილება, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასის წევრებს ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გააცნო.
მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს მათ საქმიანობაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი განსაკუთრებული საჭიროების მქონე 20-მდე პირს აერთიანებს.