
This is a modal window.
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა საიას თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სტრასბურგში გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაჩივრების დროს, ორგანიზაციას დროებითი ღონისძიების სახით კანონის მოქმედების შეჩერება არ მოუთხოვია.
მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი აღიარება და დასტური, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონი არასამთავრობოებს არაფერს უშავებდა და სტრასბურგშიც ვერ დაადასტურებდნენ, რომ ევროსასამართლოს კანონი შეეჩერებინა.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ "საიას" სამართლებრივი დავის დეტალებს არ იცნობენ:
"საიას" სამართლებრივი დავის დეტალებს არ ვიცნობ, ზოგადად ეს კანონი რომ არაკონსტიტუციურია, ამას ბევრი კამათი არ სჭირდება," - აღნიშნავს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ მათ ნაცვლად, ამ საკითხზე ვერ ისაუბრებენ:
"საკონსტიტუციო სასამართლოში მოთხოვნა შენი სამართლებრივი სივრცეა, გარეთ მოთხოვნა სხვა სამართლებრივ სივრცეში ბრძოლაა. მე არ ვიცი, მათ ნაცვლად ვერ გიპასუხებთ თუ რატომ არ მოითხოვეს, შეიძლება შეცდომა დაუშვეს, არასწორად გათვალეს რაღაც, მაგრამ ფაქტია, რომ არ მოითხოვეს", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.