
This is a modal window.
საგამოძიებო კომისია ხვალ მორიგ სხდომას გამართავს. იმსჯელებენ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ბიზნესზე ზეწოლისა და ჩამორთმევის ფაქტებზე. დაგეგმილია ნავთობკომპანია "მაგნატის" საქმის მოსმენა. კომისიის სხდომაზე, "მაგნატის" წარმომადგენლებთან ერთად, დაბარებულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ხაზარაძეს უწყება უკვე ჩაბარდა.
"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
"ყველა ვალდებულია, რომ საგამოძიებო კომისიასთან ითანამშრომლოს. ვინც არიდებს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას თავს, მასზე ბუნებრივია, კანონი შემდგომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ თუ შენ ხარ გამართული პოზიციით პოლიტიკურად, ზნეობრივად, მაშინ რატომ უნდა აარიდო თავი, როდესაც მით უმეტეს ბიზნესის რეკეტზეა საუბარი, თუ ფიქრობ რომ მართალი ხარ, შენი მართალი პოზიცია წარმოაჩინო. ასე, რომ აქ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ, არის თუ არა მათ უკან სიმართლე", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.