26 მარტი 2025,   22:33
ვრცლად
"ჩვენ მოვისმინეთ აღიარება, რომ ისინი ვერც ოქტომბერში ხედავდნენ რაიმე საფრთხეს, როდესაც საჩივარი შეიტანეს ევროპული სასამართლოს წინაშე და ვერც დღეს" - ბექა ძამაშვილი საიას თავმჯდომარის განცხადებაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა საიას თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სტრასბურგში გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაჩივრების დროს, ორგანიზაციას დროებითი ღონისძიების სახით კანონის მოქმედების შეჩერება არ მოუთხოვია.

      მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი აღიარება და დასტური, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონი არასამთავრობოებს არაფერს უშავებდა და სტრასბურგშიც ვერ დაადასტურებდნენ, რომ ევროსასამართლოს კანონი შეეჩერებინა. "ქართულ ოცნებაში" გაიხსენეს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიც, რომლითაც კანონის მოქმედებების შეჩერებას ითხოვდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს თავს დაესხნენ:

      "ფაქტობრივად ჩვენ მოვისმინეთ აღიარება, რომ ისინი ვერც ოქტომბერში ხედავდნენ რაიმე საფრთხეს, როდესაც საჩივარი შეიტანეს ევროპული სასამართლოს წინაშე და ვერც დღეს ხედავენ რაიმე საფრთხეს და წინაპირობას, რომ მოეთხოვათ დროებითი უზრუნველყოფა გამჭვირვალობის კანონის მოქმედების რაიმე ფორმით შეჩერება. თუ ერთი მხრივ, იგივე სუბიექტები საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვდნენ, რომ დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო კანონის მოქმედება, რადგან ყოველი დღე გამოუსწორებელი საფრთხის წინაშე აყენებდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დღეს ვისმენთ, რომ ასეთი საფრთხე მათ ვერ დაინახეს ოქტომბერში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც საჩივრით მიმართეს ევროპულ სასამართლოს და უფრო მეტიც, ამბობენ, რომ დღესაც ვერ ხედავენ რაიმე საფრთხეს, რომ ასეთი მოთხოვნა ევროპული სასამართლოს წინაშე დაეყენებინათ. ეს არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ ხელოვნურად ხდება ხოლმე საკითხებზე რეზონანსის შექმნა, თითქოს საქართველოს ხელისუფლების რაიმე მოქმედება, კანონის მიღება არღვევს მათ უფლებებს. თუმცა, როდესაც საქმე დადგება ხოლმე ევროპული სასამართლოს წინაშე, ყველაფერი ნათელი ხდება ხოლმე," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

      დღის ამბები
      მეტი