
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკაში მოქმედი "ფარა" არ უპირისპირდება "ენჯეოებსა" და მედიას, საქართველოს ხელისუფლებას კი, მათივე განცხადებით, რუსული კანონის გადაფუთვა სურს.
განცხადებას ხელს აწერს 100-ზე მეტი ორგანიზაცია, სადაც ამბობენ, რომ არ აპირებენ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონებით საქმიანობას.
პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ინიცირებულ კანონპროექტში სიტყვასიტყვით არის გადმოწერილი ამერიკული კანონი.
სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა - "დათბა დღეს. ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა - "ფარაც" რუსული კანონიაო. ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!", - წერს მამუკა მდინარაძე.