
ვენეციის კომისია "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. კომისია აცხადებს, რომ "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა დაჩქარებული პროცედურული წესით მოხდა და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა განხორციელდეს. ვენეციის კომისია ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს.