24 მარტი 2025,   17:04
ვრცლად
ირაკლი ჭეიშვილი: ტრამპის პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად, მის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია - "მეგობარი აქტი", თავისი შინაარსით მხარს უჭერს საქართველოში "დიფ სთეითის" აგენტურას

დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც ამერიკის სენატში განსახილველი "მეგობარი აქტის" მხარდამჭერ აქციას ეხმიანება და ფოტოს აქვეყნებს:

"ეს ფოტო არის, ამერიკის სენატში განსახილველად დარეგისტრირებული “მეგობარი” აქტის მხარდამჭერი აქციიდან,თბილისში.

დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით. ღიად ეწიინააღმდეგებოდე რელიგიურ რწმენას, ოჯახურ ღირებულებებს, მხარს უჭერდე “ლგპდ” პროპაგანდას ქვეყანაში და თვალთმაქცურად ითხოვდე, დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერას, ზუსტად ეს არის ახლანდელი ხავსს მოჭიდებული ოპოზიციის სახე ! ეგრედწოდებული “მეგობარი” აქტი, თავისი შინაარსით მხარს უჭერს, საქართველოში დიფ სტეიტის აგენტურას და დოლანდ ტრამპის მაგინებლებს,"- წერს ირაკლი ჭეიშვილი. 

დღის ამბები
მეტი