26 მარტი 2025,   14:39
ვრცლად
მალაიზია 11 წლის წინ გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნას განაახლებს, რომელშიც 339 ადამიანი იმყოფებოდა - საუბარია 2014 წელს მომხდარ ფაქტზე

მალაიზიის სატრანსპორტო მინისტრის განცხადებით, ოკეანის შემსწავლელ კომპანიასთან Malaysia Airlines-ის დაკარგული რეისის MH370-ის ნარჩენების ძებნის პირობები შეათანხმა და სამძებრო ოპერაცია განახლდება. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

Malaysia Airlines-ის თვითმფრინავზე 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, როდესაც 2014 წელს კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი მოვლენა გახდა.

გადაწყვეტილება საშუალებას სამძებრო ოპერაცია ზღვის ფსკერზე ახალ ადგილას დაიწყოს. სამხრეთ ინდოეთის ოკეანეში თვითმფრინავის ნარჩენების სამძებრო ფართი სავარაუდოდ 5,790 კვადრატულ მილს მოიცავს. ტრანსპორტის მინისტრის, სივ ფუკის განმარტებით სამძებრო ოპერაცია "არ არის აღმოჩენა, არ არის ანაზღაურება" პრინციპით იწარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკეანის შემსწავლელი კომპანია ანაზღაურებას მხოლოდ კონკრეტული აღმოჩენის შემდეგ მიიღებს.

მინისტრის თქმით, კვლევითი ფირმა Ocean Infinity 70 მილიონ დოლარს მიიღებს, თუ თვითმფრინავის ნარჩენებს აღმოაჩენს.

დღის ამბები
მეტი