30 მარტი 2025,   04:15
ვრცლად
მამუკა ხაზარაძის შემდეგ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პროკურატურას ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს ბადრი ჯაფარიძის საკითხის პროკურატურისთვის გადაცემას. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა.

      საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო, ხაზარაძის შემდეგ, "ლელოს" კიდევ ერთი დამფუძნებლის საქმე საგამოძიებო უწყებას დღის ბოლომდე გადაეცემა. მამუკა ხაზარაძის საქმეზე კი პროკურატურამ გამოძიება 349-ე მუხლით დაიწყო, რაც "დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის არ შესრულებას" გულისხმობს და ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

      "მას რამდენიმე დღით ადრე უკავშირდებოდა სამდივნო და შეეძლო, კომისიისა და თავისი პირადი თუ პროფესიული გრაფიკი ერთმანეთისთვის მოგვერგო. დამატებითი დრო მივეცით, მაგრამ გუშინ ოთხ საათამდე კვლავ არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე. ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დანაშაულის ნიშნები, სავარაუდოდ, უკვე არის სახეზე. დანარჩენს პროკურატურა შეაფასებს. გთავაზობთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ ბადრი ჯაფარიძის საკითხი და გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

      "ლელოს" ლიდერები არ გამოცხადდნენ გუშინდელ სხდომაზე, რომელზეც კომისიის წევრებმა ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი ეპიზოდი, შპს "მაგნატის" საქმე განიხილეს. ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ ქონების ჩამორთმევის სქემაზე ისაუბრა და გვარები დაასახელა, მათ შორის "თიბისის" დამფუძნებლები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ბიზნესის წართმევის საქმეში ფიგურირებდნენ. ბრალდებები ხაზარაძე-ჯაფარიძემ სოციალური სქელით უარყვეს.

      დღის ამბები
      მეტი