30 მარტი 2025,   04:27
ვრცლად
საქართველოს დელეგაცია სამდღიან საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025 მონაწილეობს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ალექსანდრე წულაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია სამდღიან საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში "APAIE 2025" მონაწილეობს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში იმართება.

      გამოფენა აზიისა და წყნარი ოკეანის საერთაშორისო განათლების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და საქართველო მასში მონაწილეობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტ Education In Georgia-ს ფარგლებში იღებს.

      პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების ხელშეწყობა საერთაშორისო საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარების, უცხოელი სტუდენტების მოზიდვისა და ქართველი სტუდენტებისთვის მეტად მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზების კუთხით.

      წელს გამოფენაში 70-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას საგამოფენო სივრცეში არიან წარმოდგენილნი ქართული უნივერსიტეტებიც.

      დღის ამბები
      მეტი