
The Atlantic-ის მთავარი რედაქტორის განცხადებით, ის შეცდომით დახურულ ჩატში დაამატეს, სადაც აშშ-ის მაღალი რანგის თანამდებობის პირები დეტალურად განიხილავდნენ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების გეგმას.
ამის შესახებ გოლდბერგმა, საკუთარ სტატიაში დაწერა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს.
საინფორმაციო სააგენტო "ფრანც პრესის" ცნობით, ეს, სავარაუდოდ, აშშ-ის უახლესი სამხედრო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული უსაფრთხოების დარღვევაა.